ნაპოლეონი სგუშონით
მასალა:
ცომი:
კვერცხი 1ც.
წყალი 1 ჭიქა
ძმარი 3 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
მარგარინი 450გრ.
კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
ცოტა ლიმონის ცედრა (ლიმონის კანი,
გახეხილი)
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ წყალი (ოთახის
ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი, გავყოთ 3
ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ
კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ,
შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან ერთი ცომი, გავაბრტყელოთ და დავდოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, შევდგათ კარგად გახურებულ აირღუმელში. 5–10 წუთის შემდეგ სიმხურვალე
დავუკლოთ და ასე გამოვაცხოთ დარჩენილი ორი ფირფიტაც. გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები
ჩამოვაჭრათ, ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ ხოლო ფირფიტები დავკრემოთ მომზადებული
კრემით და ზემოდან მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამონაფხვენი.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ
დავამატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, სგუშონი და კვლავ ვთქვიფოთ ერთიანი მასის
მიღებამდე.
|