ნამცხვარი „რიჟიკა"
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
კვერცხი 6ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
ზეთი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 პაჩკა
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 250გრ.
კაკაო 3 ს/კ.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ზეთი,
გამაფხვიერებელი, ვანილი, ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე.
მომზადებული ცომი დავასხათ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავჭრათ
მრგვალად, ნარჩენები დავფხვნათ და გამოვაშროთ აირღუმელში. რგოლებს წავუსვათ
მომზადებული კრემი და შევაერთოთ ერთმანეთზე, ამოვავლოთ დაფხვნილ ნარჩენებზე.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი, კაკაო და კვლავ ვთქვიფოთ
ერთიანი მასის მიღებამდე.
|