ნამცხვარი
„ხელოვნება"
მასალა:
შოკოლადის ცომი:
პურის ფქვილი 250გრ.
მარგარინი ან კარაქი 250გრ.
შოკოლადი 250გრ.
შაქარი 250გრ.
კვერცხი 4ც.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
თეთრი ცომი:
ხაჭო 400გრ.
შაქარი 150გრ.
კვერცხი 2ც.
მომზადება:
შოკოლადის ცომის მომზადება:
ქვაბში გავადნოთ მარგარინი და შოკოლადი. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ
მიქსერით, გავაგრძელოთ თქვეფა და თან დავამატოთ გამდნარი შოკოლადის და მარგარინის
მასა, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ავურიოთ კოვზით. მომზადებულ
ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია.
თეთრი ცომის მომზადება:
ხაჭო, კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად
მიქსერით.
მომზადება:
გამოსაცხობ ფორმაზე დავასხათ
შოკოლადის ცომი, კარგად მოვუსწოროთ ზედაპირი, შემდეგ ზემოდან რამოდენიმე ადგილზე
მოვათავსოთ თეთრი ცომი და ხის ჩხირის საშუალებით ავურიოთ ერთმანეთში (დავხატოთ
ლამაზი ხაზები). შევდგათ 175* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ
დაახლოებით 1 საათით.
|