ნამცხვარი „კარტოფილი"
მასალა:
შაქარი 1 ჭიქა
რძე 1 ჭიქა
კარაქი 150გრ.
კაკაო 1–2ს/კ.
ნებისმიერი ორცხობილა (პეჩენია) 500გრ.
ამოსავლებად:
კაკაო და შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
რძეს დავამატოთ
შაქარი, დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან, მიღებულ მასას
დავამატოთ კარაქი, კაკაო, კარგად ავურიოთ და გავაცივოთ, შემდეგ დავამატოთ დაფხვნლი
ორცხობილა, კარგად ავურიოთ და მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა რგოლები,
თითოეულ რგოლს მივცეთ კარტოფილის ფორმა და ამოვავლოთ კაკაოიან–შაქრიან (კაკაოს
დავამატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ) მასაში. მომზადებული ნამცხვარი 1 საათით
შევდოთ მაცივარში.
|