მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » მანდარინის ტორტი „ნარინჯისფერი განწყობა“
18:14
მანდარინის ტორტი „ნარინჯისფერი განწყობა“


მანდარინის ტორტი „ნარინჯისფერი განწყობა"

 

მასალა:

ბისკვიტი:

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მანდარინი 4–5ც.

შაქარი 1 1/2 ჭიქა

კარაქი 75გრ.

კვერცხი 1ც.

კეფირი 1ც.

გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.

ცოტა მარილი.

 

დასანამი:

ტკბილი ჩაი ან მანდარინის სიროფი (შეგვიძლია ავურიოთ კონიაკი ან რომი).

 

კრემი:

კარაქი 400გრ.

სგუშონი 400გრ.

ვანილი 1ც.

 

შიგთავსი:

კონსერვირებული მანდარინი სიროფით 1 ქილა (425მლ).

 

გასაფორმებლად:

ქოქოსის ფანტელები (უკეთესია ნარინჯისფერი) 40გრ.

 

მომზადება:

თავდაპირველად კონსერვირებულ მანდარინს მოვაშოროთ სიროფი (სიროფი შევინახოთ დასანამად) და ლებნები გავაშროთ.

 

ბისკვიტის მომზადება:

მანდარინი კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარაქი გავადნოთ, ცოტა გავაცივოთ, დავამატოთ შაქარი, კვერცხი, კეფირი, მარილი, გამაფხვიერებელი, ავურიოთ, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, გატარებული მანდარინი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 40 წუთი. შემდეგ გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა, ჩავასხათ მომზადებული ცომი და გამოვაცხოთ აირღუმელში.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ სგუშონი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ კონიაკი ან რომი 1–2 ს/კ.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ შუაზე, ქვედა ფენა დავნამოთ, წავუსვათ მომზადებული კრემის ნახევარი, კრემზე მოვათავსოთ კონსერვირებული მანდარინის ლებნები, დავაფაროთ ზედა ფენა, წავუსვათ დარჩენილი კრემი თავზე და ირგვლივ, მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და გავაფორმოთ კონსერვირებული მანდარინის ლებნებით. მომზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2900 | დაამატა: natia | ტეგები: მანდარინის ტორტი „ნარინჯისფერი განწ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: