მანდარინის პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 2–2,5 ჭიქა
კვერცხი 5ც.
მარგარინი 150გრ.
შაქარი 1 ჭიქა
ვანილი 1 ს/კ.
გამაფხვიერებელი 1პ.
შიგთავსი:
კონსერვირებული მანდარინი 2 ქილა
მოსაყრელად:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კარაქი 100გრ.
შაქარი 1 ჭიქა
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ (ხელის სათქვეფით) შაქართან ერთად, დავამატოთ
გამდნარი მარგარინი, ვანილი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომს
უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია), მომზადებული ცომი ჩავსხათ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში, შემდეგ ცომზე თანაბრად
გადავანაწილოთ კონსერვირებული მანდარინი (მადარინი წინასწარ მოვათავსოთ
თუშფალანგზე რათა წვენი მოშორდეს) და თავზე მოვაყაროთ კარაქიანი მასა (კარაქს
წინასწარ ავურიოთ შაქარი და პურის ფქვილი). გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში 20–25 წუთის განმავლობაში.
|