მამალო (სამარხვო)
მასალა:
შაქარი 10 ს/კ.
ლიმონის წვენი 4 ჩ/კ. (შეგვიძლია შევცვალოთ
წყლით)
სამარხვო კარაქი ფორმებზე წასასმელად.
მომზადება:
შაქარი ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ლიმონის
წვენი, დავდგათ გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ შაქარი არ
გადნება და არ მიიღებს ყავისფერს. შემდეგ
ცხელი მასა ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმებში და თითოეულ მამალოზე მოვათავსოთ
პლასმასის ან ხის ჩხირი. ფორმა მამალოთი დავდგათ ცივ ადგილას ან მაცივარში.
როდესაც გაცივდება შეგვიძლია ამოვიღოთ ფორმიდან.
|