მაიონეზის ორცხობილა
მასალა:
მაიონეზი 200გრ.
კვერცხი 3ც.
კარაქი 200გრ.
შაქარი 1 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
პურის ფქვილი – რასაც შეიზელს.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ გამდნარი კარაქი,
მაიონეზი, სოდა ძმრით ათქვეფილი, პურის ფქვილი და მოვზილოთ რბილი შაქრიანი ცომი.
მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, მოვაყაროთ შაქარი (შაქარი
მოვაყაროთ, მხოლოდ ზედაპირზე და ირგვლივ), დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შაქრიანი
ნაწილით ზევით და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|