ლობიოს კატლეტი (სამარხვო)
მასალა:
სტაფილო 1ც.
ხახვი 1–2 თავი
მოხარშული ლობიო 500გრ.
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
პურის ან სიმინდის ფქვილი 2–3 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი
შესაწვავად.
მომზადება:
მოხარშული ლობიო კარგად ჩავჭყლიტოთ (გადავაქციოთ პიურედ), დავამატოთ
ტომატ–პასტა, გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა,
ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასისგან
გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ზეთში,
ორივე მხრიდან (თუ მასა თხელი გამოვიდა ტაფაზე შეგვიძლია მოვათავსოთ კოვზით).
გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული წიწიბურა.
|