ლიმონის ნამცხვარი
მასალა:
ცომი:
კვერცხის გული (ყვითრი) 4ც.
შაქარი 1 ჭიქა
არაჟანი 200გრ.
მარგარინი 200გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
კვერცხის ცილა 4ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
ლიმონი 1ც.
მომზადება:
კვერცხის გულს ავურიოთ შაქარი და ხელით ვურიოთ, შემდეგ დავამატოთ
არაჟანი, გამდნარი მარგარინი (თბილი), სოდა, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.
მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ მარგარინი,
ცომის ერთი ნაწილი მოვათავსოთ ფორმაზე და თითებით გავაბრტყელოთ (სისქით 5 მმ.) ფორმის
მთლიან ზედაპირზე, გამოვაცხოთ 200*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. (ფირფიტები ძალიან სწრაფად ცხვება, ამიტომ
ხშირად შევამოწმოთ, ფირფიტები ღია ფერის უნდა გამოვიდეს). დანარჩენი ორი ფირფიტაც
ასევე გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ სამივე ფორფიტა დავაწყოთ ერთმანეთზე და
გვერდები ჩამოვაჭრათ დანით რათა ერთიანი გამოვიდეს. ჩამოჭრილი ნაწილები დავფხვნათ.
შემდეგ თითოეულ ფირფიტას წავუსვათ მომზადებული ლიმონიანი შიგთავსი, ბოლო ფენას
წავუსვათ შიგთავსი და მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები. რამოდენიმე საათის შემდეგ
შეგვიძლია მივირთვათ.
შიგთავსის მომზადება:
ლიმონი ჩავაგდოთ ადუღებულ წყალში და გავაჩეროთ 15 წუთით, შემდეგ
ამოვიღოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (აქაფებამდე), გავაგრძელოთ თქვეფა და ნელ–ნელა დავამატოთ
შაქარი, კვლავ ავთქვიფოთ, ბოლოს დავამატოთ გატარებული ლიმონი და ფრთხილად ავურიოთ
კოვზით.
|