ქლიავის ლიქიორი
მასალა:
ქლიავი 2კგ.
შაქარი 300გრ.
არაყი 1ლ. (ან რამდენიც დასჭირდება)
ჯანჯაფილი 1 ჩ/კ.
დარიჩინი 1 ჩ/კ.
მომზადება:
ქლიავი გავრეცხოთ და მოვათავსოთ სამ ლიტრიან ქილაში, დავამატოთ
შაქარი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, დავასხათ არაყი და გავაჩეროთ დახლოებით ერთი თვე,
რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მით უკეთესია. გამოყენების წინ მასა გავფილტროთ, ხოლო
ქლიავი გადავყაროთ (ქლიავის ჭამა არ შეიძლება!).
|