
ქიშმიშიანი ორცხობილა
მასალა:
პურის ფქვილი 3,5 ჭიქა
მაიონეზი 250გრ.
მარგარინი 250გრ.
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
ქიშმიში 0,5 ჭიქა
სოდა 0,5 ჩ/კ.
ძამრი 1 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ გამდნარი მარგარინი,
ვანილი, მაიონეზი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ქიშმიში, პურის ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი რამოდენიმე საათით შევდოთ მაცივარში, შემდეგ ცომი გამოვიღოთ
მაცივრიდან და გავაკეთოთ პატარა ბურთები,
მოვაყაროთ შაქარი ქოქოსის ფანტელებში არეული (შაქარი+ქოქოსის ფანტელებიმოვაყაროთ,
მხოლოდ ზედაპირზე და ირგვლივ), დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შაქრიანი–ქოქოსიანი
ნაწილით ზევით და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|