ხორცის რულეტები
მასალა:
ლორი ნაჭერი 15ც. (თხლად დაჭრილი)
ხორცის ფარში 500გრ.
კვერცი 1ც.
ხახვი 1 თავი
წითელი ბულგარული წიწაკა 1ც.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) 2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
სოუსი:
ტომატ–პასტა 200გრ.
ნაღები 200გრ.
არაჟანი (უცხიმო) 200გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცის ფარში შევწვათ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი და შემწვარი
ხახვი და ბულგარული წიწაკა, შემდეგ დავამატოთ ორცხობილა, ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა გავყოთ 15 ნაწილად, თითოეული ნაწილს მივცეთ
კატლეტის ფორმა (როგორც ლულა ქაბაბის), გადავახვიოთ ლორში და შეხვეული ნაწილით
ქვევით მოვათავსოთ სასურველ ფორმაში, დავასხათ მომზადებული სოუსი (შეხვეულ
რულეტებს სოუსი ნახევრად უნდა ფარავდეს) და გამოვაცხოთ აირღუმელში. სუფრაზე
შეგვიძლია გავიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან, ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად.
სოუსი მომზადება:
ტომატ–პასტას დავამატოთ ნაღები, არაჟანი, მარილი და კარგად ავურიოთ. თუ
სოუსი ცოტა გამოვა შეგვიძლია დავამატოთ წყალი.
|