ხამსას რულეტები
მასალა:
თევზი (ხამსა) 200–300გრ.
ზეთისხილი 300გრ.
ბულგარული წითელი წიწაკა 1ც.
ზეთი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზები გავასუფთავოთ (მოვაცალოთ თავი), გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ
მარილი, მოვასხათ ძმარი, ზეთი და გავაჩეროთ 4–5 საათი. დამარინდების შემდეგ
თევზებს მოვაცალოთ კუდი და ფხა, შემოვახვიოთ ზეთისხილს (ზეთისხილს წინასწარ
ჩავუდოთ ბულგარული წიწაკის პატარა ნაჭერი) და დავამაგროთ ხის ჯოხით. გავაფორმოთ
ოხრახუშის ფოთლებით.
|