ხალვა აფხაზურად
მასალა:
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
კარაქი ან ერბო 150–200გრ.
შაქარი ან თაფლი 100გრ.
წყალი 1,5–2 ჭიქა
მომზადება:
ქვაბში გავადნოთ კარაქი, განუწყვეტლივ ვურიოთ, ნელ–ნელა ჩავყაროთ
ფქვილი, გავაგრძელოთ ამორევა და შევწვათ მასა ნელ ცეცხლზე ერთიანი, ღია ყავისფერის
მიღებამდე. თაფლს ან შაქარს დავასხათ ცივი წყალი და წამოვადუღოთ. განუწყვეტლივ
ვურიოთ და მომზადებული თბილი სიროფი დავასხათ შემწვარ ფქვილს, ერთიანი მასის
მიღების შემდეგ ქვაბი გავაჩეროთ გაზქურაზე 3–5 წუთი. მომზადებული ხალვა მოვათავსოთ
სასურველ ფორმაზე, კარგად გავათანაბროთ ფორმის ზედაპირზე და დავჭრათ სასურველი
ფორმის ნაჭრებად.
|