ხაჭოს ტორტი
მასალა:
კვერცხი 6ც.
პურის ფქვილი 6ს/კ.
შაქარი 6 ს/კ.
ვანილი 1ც.
სოდა 0,5ჩ/კ.
დასანამი:
I ვარიანტი: 1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ კონიაკი.
II ვარიანტი: 1 ჭიქა ნებისნიერი ხილის წვენი+1 ს/კ კონიაკი.
კრემი:
ხაჭო 700გრ.
შაქრი 2/3 ჭიქა
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე
ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი და
ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ
გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე
20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება
ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა
შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ
ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ორივე
ნაწილი დავნამოთ, ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნაწილი, დანამული
მხარით ქვევით და თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
კრემის მომზადება:
ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან ერთად ერთიანი
მასის მიღებამდე.
|