ხაჭოს ბატონჩიკები
მასალა:
მშრალი ხაჭო 500–600გრ.
კვერცხი 1ც.
არჟანი 2 ს/კ.
შაქარი 1–2 ს/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ცოტა მარილი
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
ზეთი შესაწვავად
შაქრის პუდრა ბატონჩიკებზე მოსაყრელად.
მომზადება:
ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, არაჟანი, შაქრი, მარილი, სოდა, პურის ფქვილი
და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი დავჭრათ 6–8 სმ. სიგრძის ნაჭრებად. დაჭრილი
ბატონჩიკები დავაწყოთ გაცხელებულ ტაფაზე და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
მომზადების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|