ქათმის ფილე
ბადრიჯნით
მასალა:
ბადრიჯანი 800–900გრ.
ქათმის ფილე 500გრ.
არაჟანი 300გრ.
კარაქი 150გრ.
ყველი 100გრ.
ხახვი 3 თავი
ოხრახუში 3 ძირი
კამა 3 ძირი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი,
გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავრეცხოთ და გავაშროთ. ბადრიჯანი და წვრილად დაჭრილი
ხახვი შევწვათ კარაქის ნახევარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები. ქათმის
ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და შევწვათ დარჩენილ
კარაქში. შემწვარი ბადრიჯანი და ქათმის ფილე ფენებად მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაში, თითოეულ ფენას მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მოვასხათ არჟანი, ბოლო ფენას
მოვაყაროთ ყველი და შევწვათ აირღუმელში.
|