ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი
მასალა:
ქათამი ან ვარია
ხახვი 4–5 თავი
კარაქი ან ერბო 100გრ.
პომიდორი 1კგ.
ქინძი 1 კონა
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და
მოვშუშოთ. შემდეგ დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და
ერთად მოვხრაკოთ. პომიდორი სახეხზე გავხეხოთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში),
დავასხათ ხორცს და ვხარშოთ 20–25 წუთი. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი,
მოვაყაროთ წიწაკა და მარილი. თუ ამ კერძს ზამთარში ვამზადებთ, პომიდვრის მაგიერ
შეიძლება გამოვიყენოთ წყალში გახსნილი ტოპატ–პასტა.
|