ქათამის ბარკლები
თაფლის მარინადში
მასლა:
ქათმის ბარკალი 5ც.
მარინადი:
თაფლი 3 ს/კ.
სოიოს სოუსი 3 ს/კ.
ლიმონის წვენი 2 ჩ/კ.
ნიორი 5 კბილი
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ნიორი გავატაროთ დავამატოთ თაფლი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი,
მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მარინადი მოვასხათ
ქათმის ბარკლებს და შევდოთ მაცივარში 2 საათით. 2 საათის შემდეგ დამარინადებული
ბარკლები მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და შევწვათ აირღუმელში.
(შეწვის პროცესში წარმოქმნილი სითხე დროდადრო
მოვასხათ ქათმის ბარკლებს).
|