ქათამი სოუსში
მასალა:
ქათმის ფილე 700გრ.
ხახვი 1 თავი
მდოგვი 1 ჩ/კ.
ტომატ–პასტა 1 ს/კ.
მაიონეზი 2 ს/კ.
ნიორი 2 კბილი
არაჟანი 300გრ.
ქათმის ბულიონი (ან წყალი) 150გრ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ცოტათი შევწვათ,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ მდოგვი,
მაიონეზი, არაჟანი, ტომატ–პასტა, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი,
დავასხათ ბულიონი, წამოვადუღოთ, შემდეგ დავუწიოთ გაზს და ვთუშოთ სოუსის
შესქელებამდე.
|