ქათამი „სმაკი"
მასალა:
ქათამი 1ც.
რძე 1 ჭიქა
სოისო სოუსი 3 ს/კ.
სტაფილო 600გრ. (1 ცალი სტაფილო გარნირისთვის)
ნიორი 3–4 კბილი.
მაიონეზი 2–3 ს/კ.
ხახვი 1 თავი
ბულგარული წიწაკა 1ც.
გრძელი ბრინჯი 1,5 ჭიქა
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში,
დავასხათ რძე, სოიოს სოსუი, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში 2 საათით
(დასამარინადებლად). სტაფილო გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მაიონეზი,
მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ ხორცი გამოვიღოთ მაცივრიდან შევწვათ
ტაფეზე ზეთში, გადავაბრუნოთ, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული სტაფილოიანი
მასა, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე მომზადებამდე. ბრინჯი
მოვხარშოთ მარილიან წყალში 1 ჩ/კ. ზეთთან ერთად. სტაფილო, ბულგარული წიწაკა და
ხახვი გავასუფთავოდ, დავჭრათ კუბიკებად და მოვთუშოთ ტაფზე ზეთში, შემდეგ დავამატოთ
მოხარშული ბრინჯი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ
გაზქურიდან. მომზადებული ბრინჯი შემწვარ ქათმის ნაჭრებთან მოვათავსოთ გარნირად.
|