ქათამი მდოგვის და არაჟნის მარინადით
მასალა:
ქათამი 1ც.
მარინადი:
მდოგვი 2 ჩ/კ.
არაჟანი 200გრ.
მარილი 1 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
მდოგვს დავამატოთ არაჟანი, მარილი, უცხო სუნელი, წიწაკა და კარგად
ავურიოთ, მომზადებული მარინადი წავუსვათ გასუფთავებულ ქათამს, გავაჩეროთ
რამოდენიმე საათი და შემდეგ შევწვათ აირღუმელში.
|