ქათამი ქოქოსის რძეში
მასალა:
ქათმის ხორცი 500გრ.
ხახვი 1 თავი
ნიორი 2–3 კბილი
ბულგარული წიწაკა (წითელი) 1ც.
ქოქოსის რძე, კამა, წითელი წიწაკა და მარილი
გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება;
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, შევწვათ ტაფაზე ზეთში,
შემდეგ გადმოვიღოთ ტაფიდან. ხახვი დავჭრათ
წვრილად, შევწვათ ზეთში, დავამატოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ბულგარული
წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ვთუშოთ 2–3 წუთი, დავასხათ რძე და გავაჩეროთ
გაზქურაზე კიდევ 4 წუთი, შემდეგ დავამატოთ შემწვარი ქათამი, დაჭრილი კამა და
კარგად ავურიოთ.
|