ქათამი ქოქოსის ფანტელებით
მასალა:
ქათამი 1,5კგ.
მარილი 1 ჩ/კ.
ყვითელი ყვავილი 3 ჩ/კ.
პურის ფქვილი 1 ს/კ.
ხახვი 2–3 თავი
ნიორი 2 კბილი
მწვანე ცხარე წიწაკა 2ც.
ხმელი ქინძი 3 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
პომიდორი 3–4ც.
ქათმის ბულიონი 125მლ.
ქოქოსის ფანტელები 2 ს/კ.
ზეთ შესაწვავად
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი მოვხარშოთ წყალში, ბულიონი შევინახოთ, ხოლო ქათამი დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად. თეფშზე ავურიოთ მარილი, ყვითელი ყვავილი და პურის ფქვილი.
მომზადებულ მასაში ამოვავლოთ ქათმის ნაჭრები და შევწვათ ზეთში, შემწვარი ქათამი
გადმოვიღოთ თეფშზე. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ 5 წუთის განმავლობაში,
დავამატოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, 2
ს/კ. წყალი და ვთუშოთ 3 წუთი, ხშირად ვურიოთ, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი
პომიდორი, ბულიონი, წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ მასში ქათმის ნაჭრები, დავაფაროთ
თავსახური და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე მომზადებამდე, დავამატოთ ქოქოსის
ფანტელები,მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი.
|