ქათამი აჯიკით
მასალა:
ქათამი 1,5კგ.
ხახვი 1 თავი
კარაქი 50–60გრ.
კეჩუპი ან აჯიკა 10 ს/კ.
6 ს/კ. ნედლი წვრილად დაჭრილი მწვანილების ნარევი (ოხრახუში, რეჰანი
და ტარხუნა)
თეთრი მშრალი ღვინო 1 ჭიქა
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი მოვათავსოთ ფორმაზე, შემდეგ ქათმის
მუცლის ღრუში მოვათავსოთ გასუფთავებული ხახვი, კარაქის ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი
და წიწაკა, კარგად წავუსვათ აჯიკის ნახევარი, შემდეგ ქათამს მთლიან ზედაპირზე
მოვაყაროთ მწვანილების ნახევარი, დავასხათ ღვინო, გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ
190* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ფოლგა
მოვაშოროთ, ქათამს წავუსვათ დარჩენილი აჯიკა, მოვაყაროთ მწვანილები და კვლავ
შევდგათ აირღუმელში 20–30 წუთით.
|