ქადა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
კეფირი 1 ჭიქა
კვერცხი 1ც.
მარგარინი 250გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
კარაქი 250გრ.
ვანილი გემოვნებით.
კვერცხის გული (ყვითრი)
2ც.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ
მარილი, სოდა ძმრით ათქვეფილი, მარგარინი, კვერცხი, კეფირი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად და შევდგათ 30 წუთით მაცივარში
(საყინულეში).შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ ცომის ერთ ნაწილი, გავაბრტყელოთ თხლად,
შემდეგ ცომის მთლიან ზედაპირზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, გადავახვიოთ
რულეტისებურად, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, სიგრძეზე გავუკეთოთ ხაზები ჩანგლით,
დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ, გამოსაცხობ
ფორმაზე და გამოვაცხოთ 175* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 20 წუთის
განმავლობაში. (დანარჩენი ორი ცომიც ასევე მოვამზადოთ და გამოვაცხოთ).
შიგთავსის მომზადება:
შაქარს დავამატოთ
გამდნარი კარაქი, ვანილი, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული შიგთავსი
გავყოთ 3 ტოლ ნაწილად.
|