კამფეტი „რაფაელო"
მასალა:
რძის ფხვნილი 500გრ.
შაქარი 200გრ.
100გრ ქოქოსის ფანტელები+50გრ. ამოსავლებად
კარაქი 200გრ.
არაჟანი 100გრ.
მომზადება:
რძის ფხვნილს დავამატოთ შაქარი, 100გრ. ქოქოსის ფანტელები, არაჟანი,
კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და კარგად ავურიოთ, მომზადებული მასისგან გავაკეთოთ
პატარა ბურთები ( სურვილისამებრ შეგვიძლია თითოეული ბურთის შიგნით მოვათავსოთ ნუში),
შემდეგ ბურთები ამოვავლოთ ქოქოსის
ფანტელებში. მომზადების შემდეგ ბურთები შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით.
|