კომბოსტოს სალათა (სამარხვო)
მასალა:
კომბოსტო 200გრ.
თხილი ან ნიგოზი 1 ჭიქა
ნიორი 2–3 კბილი
ხახვი 1–2 თავი
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ყვითელი ყვავილი, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად და მოვწალოთ ადუღებულ წყალში. შემდეგ
გადმოვიღოთ თშფალანგზე წყალი როდესაც დაიწრიტება მოვათავსოთ ჯამზე, დავამატოთ,
გატარებული ნიგოზი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ხმელი ქინძი, ყვითელი
ყვავილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ.
|