კომბოსტოს პერაშკები
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 600გრ.
შაქარი 2 ს/კ.
კარაქი ან მარგარინი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
საფუარი (დროჟი) 30გრ.
წყალი ან რძე 1 ჭიქა
მარილი 1ჩ/კ
შიგთავისი:
კომბოსტო, ხახვი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავძრათ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი, მარილი კარგად
ავურიოთ, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ
დარბილებული კარაქი (ან ზეთი) გადავზილოთ, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე
3–4 საათით ამოსასვლელად. (ამოსვლის პეროდში ცომი გადავზილოთ 2–ჯერ, პირველად
1–1,5 საათის შემდეგ, ხოლო მეორედ 2 საათის შემდეგ). მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად,
გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა
და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
შიგთავსის მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ
კიდევ 5 წუთი.
|