კომბოსტოს მწნილი
თაფლით
მასალა:
კომბოსტო 2კგ.
სტაფილო 2–3ც.
წყალი 1ლ.
მარილი 1 ს/კ.
თაფლი 2 ს/კ.
მომზადება:
კომბოსტო და სტაფილო დავჭრათ წვრილად, მოვასხათ მარილწყალი (წინასწარ
წყალში გავხსნათ მარილი და თაფლი), კარგად ავურიოთ, და მოვათავსოთ ემალის ჭურჭელში
(არაემალირებულში არ შეიძლება!), დავაფაროთ თეფში, თეფშზე დავდოთ რაიმე სიმძიმე და
გავაჩეროთ სამი დღე, ყოველ დღე უნდა ამოვურიოთ. შევინახოთ მაცივარში.
|