კარტოფილის და სოკოს
პერაშკები
მასალა:
ცომი:
კეფირი 0,5ლ.
კვერცხი 2ც.
სოდა 0,5 ჩ/კ.
შაქარი 1 ს/კ.
მარილი დანის წვერით
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
კარტოფილი 5–6ც.
ქამა სოკო 500გრ.
ხახვი 2 თავი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კეფირს დავამატოთ კვერცხი, სოდა, შაქარი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ
რბილი ცომი. მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში
მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა ტაფაზე დიდი
რაოდენობის ადუღებულ ზეთში.
შიგთავსის მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ და მოვხარშოთ. მოხარშული კარტოფილისგან
გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ ცოტა ზეთი, მარილი და კარგად ავურიოთ. სოკო დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ კუბიკებად და თითოეული შევწვათ ცალ–ცალკე.
კარტოფილი, სოკო და ხახვი ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ პილპილი და მარილი.
|