ჰაეროვანი ნამცხვარი „მიდიები"
მასალა:
კვერცხი 1ც.
წყალი 1 ჭიქა
ძმარი 3 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
მარგარინი 450გრ.
შიგთავსი:
კვერცხის ცილა 6 ს/კ.
შაქარი 6 ს/კ
ვანილი 1ც.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის),
ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 2 ნაწილად,
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 75გრ. მარგარინი, დავკეცოთ
კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ
სამჯერ. მომზადებული ცომები გამოვიღოთ მაცივრიდან, თითოეული გავაბრტყელოთ თხლად და
ამოვჭრათ ჭიქით ან სპეციალური ფორმით პატარა რგოლები, შემდეგ თითოეილი რგოლის
ცენტრში მოვათავსოთ 1 ჩ/კ. შიგთავსი და გადავკეცოთ (მივცეთ ვარენიკის ფორმა,
ცომის, კიდეები თუ არ ერთდება მივაპკუროთ ცოტა წყალი, ცხობის პერიოდში ცომის
შეერთებული კიდეები იხსნება და ღებულობს მიდიის ფორმას.), დავაწყოთ გამოსაცხობ
ფორმაზე და გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20
წუთის განმავლობაში (ცხობის პერიოდში არ შეიძლება აირღუმელის კარის გაღება).
გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
შიგთავსის მომზადება:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა
გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ
შაქარი, ვანილი და კვალ ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
|