გახეხილი პეროგი (სამარხვო)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
შაქარი 2/3 ჭიქა
მარგარინი (სამარხვო) 120გრ.
შიგთავსი:
ვაშლი 3–4ც. ან ნებისმიერი პავიდლო 6 ს/კ.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ გამაფხვიერებელი, შაქარი, დარბილებული
მარგარინი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასის 2/3–დი მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, ხელით კარგად დავტკეპნოთ, მოვათავსოთ მასზე შიგთავსი (თუ ვაშლს
გამოვიყენებთ მაშინ ვაშლი უნდა გავთალოთ და გავხეხოთ), თავსზე მოვაყაროთ დარჩენილი
ცომი (არ დავტკეპნოთ) და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
|