დამარინადებული
სკუმბრია
მასალა:
თევზი (სკუმბრია) 1კგ.
მარინადი:
წყალი 1ლ.
მარილი 5 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
მშრალი მდოგვი 1 ს/კ.
დაფნის ფოთოლი 6ც.
მიხაკი 1–2 კვირტი
ზეთი 2 ს/კ.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, მოვაჭრათ თავი,
ფარფლები, კუდი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მომზადებულ მარინადში ჩავაწყოთ
თევზის ნაჭრები, დავადოთ რაიმე სიმძიმე და გავაჩეროთ ერთი დღე. მომზადებული თევზი
გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
მარინადის მომზადება:
წყალს დავამატოთ მარილი, შაქარი, მდოგვი,
დაფნის ფოთოლი, მიხაკი, ზეთი და წამოვადუღოთ. მოდუღებული მარინადი აუცილებლად
გავაცივოთ და შემდეგ ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები.
|