დამარინადებული
სკუმბრია
მასალა:
თევზი (სკუმბრია) 3კგ.
მარინადი:
წყალი 1ლ.
მარილი 6 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
დაფნის ფოთოლი 3ც.
შავი პილპილის მარცვლები 9ც.
ხმელი ქინძის მარცვლები 0,5 ჩ/კ.
მომზადება:
თევზები გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში (ზურგით ზევით) ერთმანეთთან
ძალიან მჭიდროდ, დავსახთ მომზადებული მარინადი, ზედაპირზე დავაფაროთ თეფში, და
აუცილებლად დავადოთ რაიმე სიმძიმე (მაგალითად წყლიანი ქილა), თუ მარინადმა თეფში
არ დაფარა, მაშინ დავასხათ ადუღებული და შემდეგ გაცივებული წყალი. გავაჩეროთ 5 დღე
ცივ ადგილზე. (შეგვიძლია თევზები ქვაბის ნაცვლად ჩავაწყოთ სამ ლიტრიან ქილაში).
მარინადის მომზადება:
წყალს დავამატოთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის
მარცვლები, ხმელი ქინძის მარცვლები და წამოვადუღოთ. მოდუღებული
მარინადი აუცილებლად გავაცივოთ და შემდეგ ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები.
|