დამარინადებული ხამსა
მასალა:
თევზი (ახალი ხამსა) 500გრ.
ლიმონი 1ც.
ნიორი 5–6 კბილი
ხმელი ქინძის მარცვლები 1 ჩ/კ.
ძმარი 2 ს/კ.
ოხრახუში, კამა, ზეთი, წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
თევზები გავასუფთავოდ (თავიც მოვაცალოთ), გავრეცხოთ, მოვათავსოთ ღრმა
ჯამში, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა,
დავასხათ ძმარი, ზეთი, დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ 2 დღე.
|