დამარილებული
მწვანილი ზამთრისთვის
მასალა:
კამა, ოხრახუში, ქინძი რაოდენობა სურვილისამებრ.
მარილი დიდი რაოდენობით.
მომზადება:
მწვანილები გავრეცხოთ და გავაშროთ(გავაჩეროთ 1 დღით), შემდეგ დავჭრათ
წვრილად, მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ, კარგად დავპრესოთ ქილებში და დავაფაროთ თავსახური
და შევინახოთ მაცივარში. (მწვანილის სამივე სახეობას ვინახავთ ცალ–ცალკე).
|