ჩირის და შოკოლადის
ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
გატარებული ნიგოზი 1 ჭიქა
კვერცხი 5ც.
შაქარი 1 ჭიქა
ვანილი 0,5 ჩ/კ.
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
დასანამი სიროფი:
100გრ. წყალს რომელშიც დავარბილეთ ქლიავის
ჩირი დავამატოთ, კონიაკი 2 ს/კ. და ცოტა ლიმონის წვენი.
შიგთავსი:
ქლიავის ჩირი 500გრ.
კრემი:
არაჟანი 500გრ.
შაქარი 2 ს/კ.
სგუშონი 200გრ.
კარაქი 100გრ.
კონიაკი 1 ს/კ.
ლიმონის წვენი 1 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
შოკოლადი 250გრ.
ნაღები 120გრ.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ
ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა
გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ
შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ
მიქსერით, ბოლოს დავამატოთ გატარებული ნიგოზი,
თაფლი, გამაფხვიერებელი, ვანილი, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ ხის
კოვზით. მომზადებული ცომი ჩავასხათ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ
გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 160* ტემპერატურაზე
40–45 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება
ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა
შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ
ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
შიგთავსის მომზადება:
ქლიავის ჩირს დავასხათ ცხელი წყალი და
გავაჩეროთ 20 წუთი, შემდეგ წყალი გადავსხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ
სიროფისთვის, ხოლო ქლიავი დავაბლენდეროთ.
კრემის მომზადება:
არაჟანი (არაჟანი სქელი უნდა იყოს)
ავთქვიფოთ შაქართან ერთად აქაფებამდე.
ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კარაქი, დავამატოთ
სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ სგუშონიან მასას დავამტოთ ათქვეფილი არაჟანი,
კონიაკი, ლიმონის წვენი, ვანილი და ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ. (კრემი დიდი ხანი
არ ვთქვიფოთ რადგან აიჭრება).
მინანქარის (გლაზურის მომზადება):
შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე,
დავამატოთ ნაღები და კარგად ავურიოთ. ტორტს მოვასხათ შეგრილებული ფორმით.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ შუაზე, ქვედა
ფენა დავნამოთ, წავუსვათ დაბლენდერებული ქლიავის ჩირი, შემდეგ წავუსვათ კრემი,
დავაფროთ ზედა ფენა, კვლავ წავუსვათ ქლიავი, შემდეგ კრემი და შევდგათ მაცივარში
რამოდენიმე საათით, კრემი კარგად უნდა გაიყინოს, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და
მოვასხათ მინანქარი.
|