ჩახოხბილი
მასალა:
ხოხობი 1ც.
ხახვი 400გრ.
პომიდორი 400გრ.
ქინძი 200გრ.
ოხრახუში 200გრ.
წითელი ბულგარული წიწაკა 30გრ.
გატარებული ნიორი 30გრ.
ტომატ–პასტა 50გრ.
ზეთი ნახევარი ჭიქა
უცხო სუნელი, რეჰანი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
დავჭრათ გასუფთავებული ხოხობი ნაჭრებად, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ
ტომატ–პასტა, დავჭრათ 1 თავი ხახვი, დავჭრათ პომიდორი, მოვათავსოთ ქვაბში, დავჭრათ
ქინძი, რეჰანი და ოხრახუში, დავჭრათ გულგამოცლილი ბულგარული წიწაკა ოთკუთხედებად,
მოვათავსოთ ქვაბში, ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ქვაბში მოვათავსოთ ნიორწყალი, ჩავასხათ
200გრამი წყალი, მოვაყაროთ მარილი, უცხო სუნელი, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ
ხორცის მოხარშვამდე. მაგიდასთან მივიტანოთ ცხლად.
|