ბრინჯით და სოკოთი
ფარშირებული ქათამი
მასალა:
ქათამი 1ც.
მაიონეზი 3 ს/კ.
წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
ბრინჯი ½ ჭიქა
ხახვი 1–2 თავი
სოკო, წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
გასუფთავებული ქათამი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, წიწაკა, მაიონეზი
და შევდოთ მაცივარში 3 საათით (დასამარინადებლად). ბრინჯი მოვახარშოთ მარილან
წყალში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი და ზეთში შემწვარი სოკო და ხახვი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. მომზადებული შიგთავსით გამოვტენოთ
დამარინადებული ქათამი, ღია ნაწილი ამოვკეროთ ან შევაერთოთ ხის ჯოხით. ფარშირებული
ქათამი მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ზედაპირზე წავუსვათ ზეთი და
შევწვათ აირღუმელში.
|