ბოსტნეულის კატლეტი
მასალა:
კარტოფილი 4ც.
სტაფილო 1ც.
კომბოსტო 200გრ.
ხახვი 1–2 თავი
პურის ფქვილი 2–3 ს/კ.
კვერცხი 1ც.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული კომბოსტო, კარტოფილი და
სტაფილო გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ ფქვილი, მარილი,
წიწაკა, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა კოვზით
მოვათავსოთ ტაფაზე პატარა ფორმებად და შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან.
|