ბანანის ორცხობილა
თაფლით
მასალა:
ბანანი 1ც.
თაფლი 2 ს/კ.
შაქარი 1 ჭიქა
პურის ფქვილი 1–2 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
მომზადება:
ბანანი გავხეხოთ
(გადავაქციოთ პიურედ), დავამატოთ შაქარი, თაფლი და წამოვადუღოთ წყლის აბაზანაზე,
სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება, შემდეგ დავამატოთ სოდა და როდესაც მასა
გათეთრდება და აფუვდება გადმოვდგათ (წყლის აბაზანიდან), ცოტა გავაცივოთ, ნელ–ნელა
ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თხლად და
დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ
ფორმაზე, შემდეგ თითოეულ ნაჭერს ფუნჯით წავუსვათ წყალი და მოვაყაროთ შაქარი,
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 7–10 წუთის განმავლობაში. გამოცხობის
შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|