აჯიკა
მასალა:
წითელი ცხარე წიწაკა (ხმელი) 500გრ.
ნიორი 200გრ.
ხმელი ქინძი (დაფქვილი) 100გრ.
უცხო სუნელი 50გრ.
ქვამარილი გემოვნებით.
მომზადება:
წიწაკა გავასუფთავოდ თესლისგან და ყუნწისგან და გავატაროთ ხორცსაკეპ
მანქანაში (თუ მასა ძალიან წვრილად არ გატარდა ხელმეორედ გავატაროთ), შემდეგ
დავამატოთ გატარებული ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქვამარილი და კაგად
ავურიოთ. (ქვამარილი იმ რაოდენობით უნდა ჩავყაროთ რომ აჯიკა ძალიან მარილიანი
გახდეს, ქვამარილს ვყრით პორციებად – ნელ–ნელა და როდესაც აჯიკა ქვამარილის
მიღებას შეწყვეტს (ანუ ამ დროს ქვამარილი ადვილად აღარ იხსნება) ქვამარილს აღარ
ვამატებთ და აჯიკა მზადაა. (თუ აჯიკას ზამთრისთვის ვამზადებთ ქვამარილის რაოდენობა
უნდა გავზარდოთ).
|