ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 კგ.
საფუარი 3 ს/კ.
მარილი 2 ჩ/კ.
შაქარი 1 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
წყალი რამდენიც დასჭირდება.
შიგთავსი:
ყველი 1კგ.
კარაქი და კვერცხი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარს დავამატოთ შაქარი, მარილი და გავხსნათ 1 ჭიქა
თბილ წყალში, გავაჩეროთ 15 წუთი შემდეგ დავამატოთ ფქვილი, თბილი წყალი და მოვზილოთ
ცომი (ცომი ოდნავ ხელებს უნდა ეკვროდეს), ბოლოს დავამატოთ ზეთი, კარგად გადავზილოთ, გადვაფაროთ ტილო და გავაჩეროთ
30 წუთი, შემდეგ ცომი გავყოთ პატარა გუნდებად.
ავიღოთ ერთი ცალი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ თხელ ფორმაზე თითებით მრგვალად,
შემდეგ გვერდები გადავუკეცოთ ( მივცეთ აჭარული ხაჭაპურის ფორმა) ცენტრში მოვათავსოთ
დაფხვნილი ყველი. მომზადებული ხაჭაპური მოვათავსოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში, მომზადებამდე რამოდენიმე
წუთით ადრე ხაჭაპური გამოვიღოთ გაზქურიდან, ყველი კოვზით მოვაგროვოთ ხაჭაპურის ცენტრში,
შემდეგ ჩასის კოვზის საშუალებით ხაჭაპურს გვერდებიდან გამოვაცალოთ ცომი, ყველი გავასწოროთ,
დავახალოთ 1 ცალი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში 1–2 წუთით. გამოცხობის შემდეგ ხაჭაპურს
დავადოთ კარაქის ნაჭერი.
|