ფშავური ხინკალი
მასალა:
ცხვრის ხორცი ან
საქონლის ხორცი 1–2კგ.
ხახვი 5–6 თავი
მწვანე წიწაკა 1–2ც.
ხმელი კვლიავი ან
ტყიურა, მარილი გემოვნებით.
ცომი:
პურის ფქვილი
1,5–2კგ.
წყალი რამდენიც დაჭირდება მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ცომში ჩავყაროთ ცოტა
მარილი და მოვზილოთ ცივი წყლით მაგარი ცომი. ფშავში ხინკალს ამზადებენ ძროხის
ხორცის ან ცხვრის ხორცისგან დასაშვებია
მათი შერევაც (ოღონდ ძროხის ხორცი ცხვრისაზე ორჯერ მეტი უნდა იყოს). ხორცი
დავკეპოთ ხანჯლით ან პატარა ცულით. ხორცთან ერთად დავკეპოთ მწვანე წიწაკა და ხახვი,
(ფარშში ხმელ კვლიავს ან ტყიურას დანაყილს უშვებიან, (კვლიავის ნაცვლად გარეული
ქონდარიც შეიძლება ვუქნათ დანაყული), (კვლიავი ბევრი არ უნდა ვუქნათ თორემ ხინკალი
მჟავე გამოვა). ზოგჯერ კვლიავს დაფქულ ქინძს ან პიტნას უმატებენ). ხახვთან და
წიწაკასთან ერთად დანაყილ ხორცს, მოვაყაროთ დანაყილი კვლიავი ან ტყიურა, მარილი,
მოვასხათ ცივი წყალი ან ძვლის ნახარში და ავზილოთ. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და ჭიქით დავჭრათ
რგოლები. დაჭრილი რგოლები გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულ ცომზე გულში სუფრის კოვზით დავდოთ
მომზადებული ფარში და შევახვიოთ. მარილი ჩავყაროთ
ხინკლის მოსახარშ წყალში, მოხვეული ხინკლები ამობრუნებულად ჩავყაროთ ადუღებულ
წყალში და ვხარშოთ. ხარშვის დროს ხინკალი ქვაბს რომ არ მიეკრას ქვაბი ვაბრუნოთ.
როცა ხინკალი ამოტივტივდება კიდევ გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი მომზადებამდე.
ხინკალი 18 ნაოჭიანი უნდა იყოს (ყველაზე მეტად ფშავში 25 ნაოჭიანი ხინკალი ფასობს).
|