ხაჭოერბო (ფშავური)
მასალა:
დამბალხაჭო 500გრ.
ერბო გემოვნებით.
მომზადება:
დამბალხაჭო გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ბლომად ერბოში ჩავყაროთ, შემდეგ კი ცეცხლზე მოვშუშოთ. მომზადების შემდეგ შეიძლება მივირთვათ პურთან.