დამბალხაჭოს ხინკალი
(ფშავური)
მასალა:
დამბალხაჭო 500გრ.
ცომი:
პურის ფქვილი
1–1,5კგ.
წყალი რამდენიც
დაჭირდება
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავაყაროთ
მარილი, დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი. დამბალხაჭო გავხეხოთ ან
დავჭრათ. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ და ჭიქით დავჭრათ რგოლები. დაჭრილი
რგოლები გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულ ცომზე გულში სუფრის კოვზით დავდოთ მომზადებული
გახეხილი დამბალხაჭო და შევახვიოთ. მარილი ჩავყაროთ ხინკლის მოსახარშ წყალში, მოხვეული
ხინკლები ამობრუნებულად ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ. ხარშვის დროს ხინკალი
ქვაბს რომ არ მიეკრას ქვაბი ვაბრუნოთ. როცა ხინკალი ამოტივტივდება კიდევ გავაჩეროთ
რამოდენიმე წუთი მომზადებამდე.
|