ბადრიჯანი კვერცხით
მასალა:
ბადრიჯანი 500–600გრ.
კარაქი 100–150გრ.
კვერცხი 4–5ც.
მომზადება:
ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი,
დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი. შემდეგ გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე
მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში , დავუმატოთ კარაქი, ავურიოთ და კარგად
მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი კვერცხები,
ავრიოთ და როცა მზად იქნება ცეცხლიდან გადმოვდგათ.
|