ზამთრის ჩაი
მასალა:
ხმელი პიტნა 0,5 ჩ/კ.
რეჰანი 0,5 ჩ/კ.
დარიჩინი 0,5 ჩ/კ.
ვანილი 0,5 ჩ/კ.
მუსკატის კაკალი 0,5 ჩ/კ.
ლიმონის ცედრა 1 ს/კ.
ცოტა წითელი წიწაკა
ლიმონის წვენი 2 ს/კ.
თაფლი 2 ს/კ.
წყალი 300–400 მლ.
დაფქვილი ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
ხმელ პიტნას დავამატოთ, რეჰანი, დარიჩინი, ვანილი, მუსკატის კაკალი,
ლიმონის ცედრა, ცოტა წითელი წიწაკა, ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ, შემდეგ
დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 5–7 წუთი, შემდეგ გავფილტროთ, დავამატოთ
თაფლი და დაფქვილი ნიგოზი. (სასურველია სასმელი მივირთვათ ცხლად).
|